2023-01-23
ანონსი - 28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე!
![](https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2023/01/WhatsApp-Image-2023-01-23-at-11.55.30.jpeg)
28 იანვარი - პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა!
ამ დღეს სამსახური სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავს და მათზე დასასწრებად ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გიწვევთ.
ღონისძიებები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი.
- როგორ ვაქციოთ ჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა? - პასუხს ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექციაზე იპოვით.
- რა უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა? – სფეროს გამორჩეული წარმომადგენლების მონაწილეობით 5 ვიდეორგოლის პრეზენტაციას წარმოგიდგენთ.
- რა უნდა იცოდნენ სკოლის მოსწავლეებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ- სამსახურის წარმომადგენლები ბავშვებისთვის ,,ღია გაკვეთილს“ ჩაატარებენ,
- რა არის პერსონალური მონაცემები? - დაბალკლასელებს , ,,თამაშობანას“ სახალისო და შემეცნებითი მასტერკლასი ელოდებათ.
გარდა ამისა, თქვენთვის მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს საკონსულტაციო სივრცე.
მისამართი: ეგნატე ნინოშვილის #8, ,,ფაბრიკა“
დაინტერესების შემთხვევაში, თითოეულ აქტივობაზე დასასწრებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 27 იანვრამდე
![👇](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t4f/1/16/1f447.png)