ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-01-24

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის საჯარო ლექცია თემაზე - „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“ ჩატარდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო შამუგიამ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის საჯარო ლექცია თემაზე - „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“ ჩაატარა.  
საჯარო ლექციის თემატიკა შეეხებოდა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების სქემას, მონაცემთა უსაფრთხოებას, მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და სპეციალურ რეგულაციებს.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საინფორმაციო საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები