ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-01-28

28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აქტივობები მოსწავლეებისთვის გამართა


28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აქტივობები მოსწავლეებისთვის გამართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე ბავშვებს ,,ღია გაკვეთილი“ სამსახურის წარმომადგენლებმა გვანცა გაბაიძემ და ნინო ცაგარეიშვილმა ჩაუტარეს. ინტერაქციული და სახალისო ,,გაკვეთილის“ ფარგლებში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა ანბანის სტენდთან ჩატარდა, სკოლის მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს. 
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კი პერსონალური მონაცემების შესახებ სპეციალურად მათთვის შერჩეული ფორმით მიეწოდათ ინფორმაცია. ,,თამაშობანამ“ ღონისძიებაზე სტუმრად მისულ ბავშვებს შემეცნებითი მასტერკლასი შესთავაზა.
მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე მისული სტუმრებისთვის ფუნქციონირებდა საკონსულტაციო სივრცე.

მსგავსი სიახლეები