ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-25

სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ბერლინის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის (IWGDPT) შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა და სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ პოპიაშვილმა 2024 წლის 17-18 ივნისს, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში, ბერლინის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის (IWGDPT) რიგით 73-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი ორიენტირებულია ტექნოლოგიების სფეროში არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების შეფასებაზე, რისკებისა და სირთულეების იდენტიფიცირებასა და მათ მიმართ გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დანერგვაზე.

შეხვედრაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საზედამხედველო ორგანოთა წარმომადგენლებმა, პრაქტიკის გაზიარების მიზნით, წარადგინეს სპეციალური ანგარიშები, რომლებიც მოიცავდა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებულ სიახლეებს.

ოთარ ჩახუნაშვილმა მონაწილეებს აცნობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ამოქმედების, ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების გაზიარებასა და იმ პრაქტიკული გამოწვევების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებიდან.

მსგავსი სიახლეები