ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-02-03

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ 40-მდე კომპანიის თანამშრომლებთან გაფართოებულ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ 40-მდე კომპანიის თანამშრომლებთან გაფართოებულ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
 შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა გახსნეს
 ,,პირადი ინფორმაციის დაცვა თანამედროვე სამყაროს გამოწვევაა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული სამართალი უკვე 10 წელს ითვლის, ეს არც ბევრია და არც ცოტა, თუმცა უნდა შევძლოთ და ფეხი თანდათანობით ავუბათ თანამედროვე გამოწვევებს. უნდა დავამკვიდროთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კულტურა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ შეკრებილები ხართ სწორედ ის ადამიანები, ვისი საქმიანობაც დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან არის დაკავშირებული.“ - განაცხადა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა.   
 „პერსონალური მონაცემების დაცვა და მონაცემთა სწორი გზით დამუშავება მნიშვნელოვანი საკითხია ბიზნესისთვის, ვინაიდან თანამედროვე სტანდარტებითა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად პერსონალური მონაცემების დაცვა ბიზნეს ოპერატორების ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ აისახება მომხმარებლებისთვის მიწოდებული სერვისების ხარისხზე. პოზიტიურად ვაფასებთ მსგავსი ფორმატის დიალოგს, ვინაიდან პირდაპირი კომუნიკაცია სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებელი წინაპირობაა “ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ
კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ და უფროსის პირველმა მოადგილემ მარიამ გაიპარაშვილმა შეხვედრის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს სამსახურის ფუნქციების, მისიისა და საქმიანობის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დამუშავების კუთხით არსებულ გამოწვევებს და დაიდენტიფიცირებულ პრობლემებს. ასევე, კომპანიების მხრიდან იმ ორგანიზაციული და ტექნიკური ზომების მიღების საკითხს, რომელიც მათ კანონმდებლობით აქვთ დაკისრებული, ხაზი გაესვა კერძო დაწესებულებებში მონაცემთა დაცვის კულტურის დანერგვის მნიშვნელობასაც.

მსგავსი სიახლეები