ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-07-02

სამსახურმა აჭარაში საჯარო სექტორის მონაცემთა დაცვის ოფიცრებს ტრენინგი ჩაუტარა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აჭარაში, საჯარო სექტორის მონაცემთა დაცვის ოფიცრებს ტრენინგი ჩაუტარა.

საინფორმაციო-პრაქტიკული შეხვედრა სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მონაცემთა დაცვის ოფიცრების როლს და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს, სამომავლოდ, სამსახურის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა.

ტრენინგს სამსახურის პერსონალურ დაცვის ოფიცერი გაუძღვა. თენგიზ მამულიამ ახალი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები მიმოიხილა და მონაცემთა დაცვის ოფიცრების საქმიანობაში გასათვალისწინებელ პრაქტიკულ რჩევებზე ისაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრას აჭარის საჯარო სექტორის 150-მდე მონაცემთა დაცვის ოფიცერი დაესწრო. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, თენგიზ მამულიამ მონაცემთა დაცვის ოფიცრების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლობა აჭარაშიც ფუნქციონირებს (მისამართი: ბათუმი, ბაქოს ქუჩა, #48,) სადაც საჯარო თუ კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო პრაქტიკული შეხვედრა კერძო სექტორის მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის ბათუმში, ხვალ, 3 ივლისს გაიმართება.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები