ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-03-29

კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო შამუგიამ კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის ( CTC ) დასაქმებული პირებისთვის, მათ შორის რეგიონული წარმომადგენლობისთვის, ტრენინგი თემაზე - „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“ ჩაატარა. ლექციის თემატიკა შეეხებოდა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატს, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების სქემას, მონაცემთა უსაფრთხოებას, მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და სპეციალურ რეგულაციებს. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საინფორმაციო საჯარო ლექციებისა და ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები