2024-07-09
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ტრენინგი ჩატარდა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ტრენინგი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს კანონით გათვალისწინებული სიახლეები სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა - სოფიო შამუგიამ და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ავთანდილ ლეფსვერიძემ გააცნეს.
მომხსენებლებმა დეტალურად განიხილეს საკანონმდებლო სიახლეები, მათ შორის, მონაცემთა დამუშავების განახლებული საფუძვლები, პრინციპები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, პროფაილინგი, პორტირება, აუდიო და ვიდეომონიტორინგი, გარდაცვლილი პირის მონაცემების დაცვა, მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, ჯარიმების ცვლილება და სამსახურის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, ასევე, ინციდენტი და სამსახურისთვის მისი შეტყობინების ვალდებულება.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე.