ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-05-04

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი თურქეთის, რუმინეთისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებიდან, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში მოწვეულ ადმინისტრაციულ პერსონალთან შეხვედრა გამართეს.  
შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი — ნიკოლოზ პოპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი — ანა თოხაძე და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი — ნინო ხუბულია ესწრებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში ანა თოხაძემ საზღვარგარეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს სამსახურის მანდატი, საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ეროვნული კანონმდებლობა, დარგობრივი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები და სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების კონცეფცია გააცნო. საზღვარგარეთის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: იაშის უნივერსიტეტის (რუმინეთი), კადირ ჰასის უნივერსიტეტის (თურქეთი), ბურსას ტექნიკური უნივერსიტეტების (თურქეთი) და პარიზი საკლის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) ადამინისტრაციული პერსონალი.
საინფორმაციო შეხვედრის მეორე ნაწილი დისკუსიას დაეთმო, რომელიც სამსახურისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

მსგავსი სიახლეები