გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2023-05-29
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ხორვატიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ ორგანიზებულ ონლაინ სამუშაო შეხვედრებში თემებზე: „ინსპექტირების ჩატარება მონაცემთა დაცვის სტანდარტული მოდელის გამოყენებით“ (“Conducting Investigations Using the Standard Data Protection Model”) და „მონაცემთა დაცვის ზეგავლენის შეფასება“ (“Data Protection Impact Assessment”).
ონლაინ სამუშაო შეხვედრებს წარუძღვა ბერლინის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი — კრისტიან რიკარდო ქიუნე, რომელმაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე აუდიტორიას პრეზენტაცები წარუდგინა. 22 მაისს, სამუშაო შეხვედრა დაეთმო მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების კონცეფციას და მიზანს, მისი მიმდინარეობის დაგეგმვას, მტკიცებულებების მოპოვებას და მათ ტექნიკურ-სამართლებრივ შეფასებას. ხოლო 25 მაისს სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა პერსონალური მონაცემების დამუშავების შედეგად წარმოქმნილი რისკების იდენტიფიცირების საკითხი და მათი დროული მინიმიზაცია, ასევე, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება „მონაცემთა დაცვის სტანდარტული მოდელის“ (https://www.datenschutzzentrum.de/.../sdm/SDM-Methode_V3.pdf) გამოყენებით. აღნიშნული მოდელი წარმოადგენს მონაცემთა დაცვის ერთგვაროვანი შესწავლის მეთოდოლოგიურ ჩარჩოს.