გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2023-05-30
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, ლელა ჯანაშვილი ბრატისლავაში,გლობალური უსაფრთხოების რიგით მე-18 ფორუმში (GLOBSEC) იღებს მონაწილეობას.
გლობალური უსაფრთხოების ფორუმს სლოვაკეთის დედაქალაქი, 29-31 მაისს მასპინძლობს. ღონისძიების, როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში (CEE) ერთ-ერთი თვალსაჩინო პლატფორმის, ორიენტირია გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა. ფორუმის მთავარი თემატიკაა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა, ასევე, კონფლიქტის გლობალური შედეგების მინიმიზაცია. ფორუმი გახსნეს და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს GLOBSEC-ის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა — რობერტ ვასმა, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა — ზუზანა ჩაპუტოვამ. პირველი დღის ფარგლებში განხილულ იქნა ევროპის გეოპოლიტიკური საკითხები, გლობალური უსაფრთხოების აქტუალური გამოწვევები, აგრეთვე, ტექნოლოგიურ პროგრესთან, ხელოვნურ ინტელექტთან, „მეტავერსთან“ დაკავშირებული თემები.
2023 წლის ფორუმში 65-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, პოლიტიკოსები, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები იღებენ მონაწილეობას. ღონისძიებას სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად, ასევე, ესწრება საქართველის პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი —ემანუელ მაკრონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი , ევროპის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...