ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-07-28

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, ლაგოდეხში, მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საინფორმაციო ლექცია/ტრენინგი ჩაატარა.
ღონისძიება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრა შეეხებოდა პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგად საკითხებს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, როგორიცაა: მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება, სოციალურ ქსელში/მედია სივრცეში მონაცემთა დამუშავების კანონიერება, არასრულწლოვნების, როგორც მონაცემთა სუბიექტების უფლებები და სხვ.
ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლიკა კობალაძემ ჩაატარა. შეხვედრის ფარგლებში, მოსწავლეთა ჩართულობით, განხორციელდა არაერთი აქტივობა, დაისვა საინტერესო შეკითხვები და მონაწილეთა შორის გაიმართა მცირე დისკუსია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არასრულწლოვანთა უფლებების რეალიზაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. საინფორმაციო ლექციას აგრეთვე ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე.
საინფორმაციო ხასიათის საჯარო ლექციებსა და ტრენინგებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად ჩაატარებენ.

მსგავსი სიახლეები