2023-08-01
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის საჯარო სამსახურში მხილების საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისთვის საჯარო სამსახურში მხილების საკითხებზე ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ევროკავშირის პროექტის ,,საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ტრენერმა ნინო ცუხიშვილმა მხილების არსზე, მხილების არხებსა და პროცედურებზე ისაუბრა.
ექსპერტმა სამსახურის თანამშრომლებს მამხილებლის და მხილებულის უფლების დაცვის გარანტიები, ასევე, მხილების დანერგვის ინსტიტუციური მექანიზმები გააცნო.
ტრენინგის ფარგლებში ჯგუფური სამუშაოები და დისკუსიაც გაიმართა.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ,,საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ დახმარებით განხორციელდა.