ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-09-14

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისათვის კურსი დაიწყო


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის კურსი დაიწყო.

კურსი მისასალმებელი სიტყვით ოფიციალურად გახსნა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - თამარ ზარანდიამ.

კურსის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა. ლელა ჯანაშვილმა ყურადღება გაამახვილა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების ინსტიტუტზე და მათ მნიშვნელოვან როლზე. ,,მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის შემოღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართულ კანონმდებლობას აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და მნიშვნელოვნად აძლიერებს მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის გარანტიებს’’- განაცხადა სამსახურის უფროსმა.

ლელა ჯანაშვილმა კურსის მონაწილეებს ის ექსპერტები წარუდგინა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ასევე სამსახურის მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომლებიც აღნიშნული კურსის ფარგლებში ლექციებს გაუძღვებიან.

მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - ოთარ ჩახუნაშვილმა.

პირველ შეხვედრაზე პროფესორმა - პაატა ტურავამ დამსწრე აუდიტორიას კურსის შინაარსობრივი დეტალები და სხვა ტექნიკური საკითხები გააცნო.

აღსანიშნავია, რომ კურსის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი მონაწილეებს სერტიფიკატებს გადასცემს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები