ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-07-07

პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით სპექტაკლის პრემიერია გაიმართა, რომელიც დამიანის უფლებების პატივისცემასა და პერსონალური მონაცემების დაცვას გვასწავლის


,,7 ნოველა“ , რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემასა და პერსონალური მონაცემების დაცვას გვასწავლის - მესხეთის დრამატულ თეატრში ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერით ახალი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. პიესა რეჟისორმა ლია სულუაშვილმა სამი თანამედროვე ქართველი მწერლის - ნატო დავითაშვილის, დიანა ანფიმიადისა და თამარ გეგეშიძის მიერ დაწერილი ზღაპრების მიხედვით დადგა.  პრემიერა მისასალმებელი სიტყვით ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასთვის” მენეჯერმა რუსუდან ტუშურმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გეგმური ინსპექტირებების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო შამუგიამ გახსნეს. ზღაპრები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი. მისი მიზანი ბავშვებსა და მოზარდებში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხორვების პატივისცემის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა. ზღაპრებით მოყოლილი ისტორიები ბავშვებს დაეხმარება უკეთ გაიგონ- რატომ არ შეიძლება უცხო ადამიანებს ჩვენს შესახებ ყველაფერი მოვუყვეთ, რამდენად ფრთხილად უნდა ვიყოთ საკუთარი თუ სხვისი ინფორმაციის გაზიარებისას და რამხელა ზიანის მოტანა შეუძლია დაუფიქრებელ თუ განზრახ ჩადენილ ქმედებას. უახლოეს მომავალში, მსგავსი სპექტაკლები მარნეულისა და ლაგოდეხის ადგილობრივი თეატრებშიც

მსგავსი სიახლეები