ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-10-17

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე საერთაშორისო სიმპოზიუმს („Portals, registers, platforms – digital and transparent?“) დაესწრო


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი გერმანიის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფედერალური კომისრის ორგანიზებით, ქ. პოტსდამში 2023 წლის საერთაშორისო სიმპოზიუმს („Portals, registers, platforms – digital and transparent?“) დაესწრო.
სიმპოზიუმი მისასალმებელი სიტყვით ბრანდენბურგის კომისარმა მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომის საკითხებში დაგმარ ჰარტგემ გახსნა.
სიმპოზიუმზე მონაცემთა დაცვის ევროპული საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო ექსპერტებმა მოხსენებები გააკეთეს, ინტერნეტ სივრცეში პერსონალური ინფორმაციის გავრცელების, ღია მონაცემთა პლაფტორმების, რეესტრებისა და პორტალების შესახებ საკუთარი შეხედულებები, საუკეთესო პრაქტიკა და სტრატეგია წარმოადგინეს.
ღონისძიების პარალელურად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, უწყებებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომის საკითხებში ბრანდენბურგის კომისარს დაგმარ ჰარტგემს შეხვდა.

მსგავსი სიახლეები