2023-10-26
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბათუმის ოფისში არაფორმალური განათლების ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბათუმის ოფისში არაფორმალური განათლების ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა.
საინფორმაციო და ინტერაქციული ტრენინგის დაწყებამდე მოზარდებს, სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი მიესალმა.
რა არის პერსონალური მონაცემები, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დაცვა და რა რისკები აქვს პირადი ინფორმაციის გაუფრთხილებლობას? როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები - ამ და სხვა საკითხებზე მოსწავლეებს ტრენინგი საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა მარიამ მაისურაძემ ჩაუტარა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალურ ქსელში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას.
ბათუმის ოფისში სტუმრად მოსულ მოზარდებს სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამეტის უფროსმა არჩილ ჯაველიძემ სამახსოვრო ბრენდირებული საჩუქრებიც გადასცეს.
საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრენინგებსა და ზოგადად არასრულწლოვნებისათვის განკუთვნილ სხვადასხვა აქტივობებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.