ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-11-05

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი ცხადდება


პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერებისა და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, აცხადებს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების IX - XII კლასების მოსწავლეებს.

 კონკურსის თემატიკა:

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა;
  • პერსონალური მონაცემების დამუშავება მობილური აპლიკაციებით;
  • მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა და საჯარო ინფორმაციაზე წვდომა.

ნაშრომების მიიღება 30 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე konkursi@pdps.ge

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს.

თითოეულ მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები!

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა, საკონკურსო ნაშრომს, თან უნდა დაურთონ განაცხადის ფორმა:

  • მომხსენებლის სახელი და გვარი;
  • პედაგოგის სახელი და გვარი;
  • სკოლა; მისამართი;
  • ტელეფონი (მობილური);
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი

ესეს გაფორმების წესი:

  • ფურცლის ზომა: A4;
  • შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen)
  • შრიფტის ზომა: 12;
  • გვერდების რაოდენობა: 2-4 გვ;

საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, გამოიყენეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიციალური ვებგვერდი www.personaldata.ge;

გისურვებთ წარმატებებს!

მსგავსი სიახლეები