2024-11-08
სამსახურმა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ჰიბრიდულ რეჟიმში ტრენინგი ჩაატარა.
საინფორმაციო შეხვედრაზე სამსახურის წარმომადგენლებმა ისაუბრეს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე: პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლი ამ პროცესში, ინციდენტის შეტყობინების წესი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გავლენა საგანმანათლებლო სექტორზე.
შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, თენგიზ მამულია და ექსპერტი განათლების მიმართულებით თამარ აბაზაძე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე აუდიტორიამ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღო საქმიანობისას გასათვალისწინებელი პრაქტიკული რჩევები.