2024-11-12
ლელა ჯანაშვილი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად იქნა არჩეული
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლელა ჯანაშვილი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორად უვადოდ აირჩიეს. ის საქმიანობას გააგრძელებს საჯარო სამართლისა და ისტორიულ-იურიდიულ მეცნიერებათა დეპარტამენტში.
ლელა ჯანაშვილი ბარსელონის ავტონომიურ უნივერსიტეტში 2022 წლის 10 თებერვლიდან მოწვეული პროფესორის სტატუსით მოღვაწეობს. მას ამავე უნივერსიტეტში მიენიჭა მეორე სადოქტორო ხარისხი 2019 წლის 21 მარტს.
ლელა ჯანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს 2022 წლის 1 მარტიდან ხელმძღვანელობს.