ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-11-13

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა „საქმისწარმოების ევროპულ სამუშაო შეხვედრაში“ მიიღეს მონაწილეობა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა ქ. ბერნში, „საქმისწარმოების ევროპულ სამუშაო შეხვედრაში“ მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა შვეიცარიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარადგინეს: სამსახურის უფროსის აპარატის ხელძღვანელმა ნიკოლოზ პოპიაშვილმა; აპარატის უფროსის მოადგილემ თენგიზ მამულიამ და საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ანა თოხაძემ.
ღონისძიება ათი პარალელური სამუშაო შეხვედრისგან იყო შემდგარი, რომელიც მონაწილეთა შორის დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმისწარმოების ევროპული სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის აქტუალური საკითხები და მონაწილე საზედამხედველო ორგანოების პრაქტიკა, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა ცნება, როგორ უმკლავდებიან მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები მოჭარბებული ოდენობით საჩივრებს, ტრანსსასაზღვრო საჩივრების განხილვის პრაქტიკა, „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ სახელმძღვანელო რეკომენდაციები „ცრუ დიზაინის მქონე შაბლონებთან“ (Deceptive Design Patterns), ინციდენტის ინფორმირების პრაქტიკა და ა.შ. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მონაცემთა დაცვის კოლეგა საზედამხედველო ორგანოებს გაუზიარეს ინფორმაცია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის თაობაზე, ასევე გააცნეს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრაქტიკა ცალკეულ საკითხებზე.

მსგავსი სიახლეები