2024-12-09
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრაში“ (“European Case Handling Workshop” - ECHW) მიიღეს მონაწილეობა
2024 წლის 4-6 დეკემბერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა „ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრაში“ მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ესტონეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ორგანიზებით, ქალაქ ტალინში გაიმართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარმოადგენდნენ: ნინო ხუბულია - საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორი, ირაკლი ლეონიძე - ამავე დეპარტამენტის მკვლევარ-ანალიტიკოსი და ალექსანდრე როგავა - სამსახურის უფროსის აპარატის სამართლებრივი საკითხების სპეციალისტი.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა საზედამხედველო ორგანოებისთვის მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხები, რომლებიც უკავშირდებოდა ვიდეომონიტორინგის განხორციელებას, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებას, ხელოვნურ ინტელექტს, საზედამხედველო ორგანოების კომპლექსურ გადაწყვეტილებებს და ა.შ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოხსენება წარადგინეს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების საკანონმდებლო და პრაქტიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით.
„ევროპული საქმისწარმოების სამუშაო შეხვედრას“ 30-მდე ქვეყნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს წარმომადგენელი დაესწრო.