ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-12-19

მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით


ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ (“ECtHR”) ერთ-ერთ საქმეზე „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. საქმე ეხება თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ადვოკატისა და კლიენტის ურთიერთობის ფარგლებში კონფიდენციალურობის დაცვას. მომჩივან მხარეს წარმოადგენდა თურქეთის სამი მოქალაქე, რომლებიც სადავოს ხდიდნენ ციხეში ადვოკატებთან მათი შეხვედრების მონიტორინგსა და აუდიოჩანაწერების განხორციელებას. მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ ადვოკატებთან მათი შეხვედრების მონიტორინგი და აუდიოჩაწერა წარმოადგენდა ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის კონფიდენციალურობას და ამტკიცებდნენ, რომ ამგვარი ჩარევა არ შეესაბამებოდა სამართლიანი სასამართლოსა და სამართლებრივი წარმომადგენლობის პრინციპებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თურქეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, მომჩივნების ადვოკატებთან შეხვედრების მონიტორინგი და აუდიოჩაწერა არ იყო კანონის შესაბამისი, სახელმწიფო ხელისუფლების მხრიდან ადგილი ჰქონდა მომჩივნის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებაში ჩარევას. ეს და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ ვრცლად >>> დაიჯესტი

მსგავსი სიახლეები