2023-12-20
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციის გენერალურ მდივანთან სამუშაო შეხვედრა გამართა
19 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა, ლელა ჯანაშვილმა „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ (“European Data Protection Supervisor”) ინსტიტუციის გენერალურ მდივანთან, ლეონარდო სერვერა ნავასთან სამუშაო შეხვდა გამართა. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები, ასევე, ევროინტეგრაციის გზაზე აღნიშნული ორგანოს მხარდაჭერა სამსახურისადმი, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის იმპლემენტაციის პროცესში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის“ ინსტიტუციის გენერალური მდივნის აპარატის უფროსი - სონია პერეზ რომერო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აპარატის უფროსი - ნიკოლოზ პოპიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - ანა თოხაძე.
„ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველი“ არის ევროპის ინსტიტუცია, რომელიც მონიტორინგს უწევს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ დებულებათა გამოყენებას და მისი მთავარი ფუნქცია გახლავთ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ორგანოებზე ზედამხედველობა.