ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2023-11-16

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალგაზრდებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი ლექციების ჩატარებას აქტიურად აგრძელებს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალგაზრდებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი ლექციების ჩატარებას აქტიურად აგრძელებს.
ამჯერად, შეხვედრები სხვადასხვა სკოლის 100- მდე მოსწავლესთან გაიმართა.
  • საერთაშორისო ქართული სკოლის მოსწავლეებისთვის პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა აღნიშნული სკოლის კამპანიის ,,მასწავლე, რათა დავიცვა''-ს ფარგლებში დაიგეგმა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლიკა კობალაძემ და გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ავთანდილ ლეფსვერიძემ მოსწავლეებს პერსონალური მონაცემებისა და მათი დაცვის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
  • თბილისის 215-ე საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებს საინფორმაციო ლექცია გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ლიკა ტანიაშვილმა და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა - მილენა სვანიძემ ჩაუტარეს.
  • მოსწავლეებისთვის ჩატარდა ტრენინგი ეროვნული სასახლის მედიათეკაშიც, რომელსაც მე-10, მე-12 კლასის მოსწავლეები ესწრებოდნენ. ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილემ - თენგიზ მამულიამ ჩაატარა.
  • სამსახურის მკვლევარ-ანალიტიკოსებმა ნინო ცაგარეიშვილმა და გვანცა გაბაიძემ კი სამსახურის ოფისში სკოლის მოსწავლეების შერეულ ჯგუფს უმასპინძლეს.
შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე გამახვილდა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს, თუ მათი რომელი მონაცემები მუშავდება სკოლაში, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა სვრცეებში დღის განმავლობაში. გაიგეს რა შემთხვევებშია აღნიშნული მონაცემების დამუშავება კანონის შესაბამისი და შეუსაბამო.
ლექციები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა შეკითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დასვეს.
საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთის მხრივ, მოსწავლეთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობა და მეორეს მხრივ თავად მოსწავლეებში მონაცემთა დაცვის კულტურის განმტკიცებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ მიზნით სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მუდმივად ატარებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები