გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2023-12-27
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.
დღეიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე, მის გამჟღავნებასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და სამსახურის საქმიანობის შესახებ მიიღონ ინფორმაცია.
სტუდენტებისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ანბანი, რომელსაც ინფორმაციულის გარდა ფუნქციური დატვირთვაც აქვს. შემნახველი სათავსოები (ე.წ ,,ლოქერები'') ტელეფონის დამტენებითაა აღჭურვილი, რაც სტუდენტებს პირადი ინფორმაციის მატარებელი მობილური ტელეფონების უსაფრთხოდ დამუხტვის საშუალებას აძლევს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საინფორმაციო / ფუნქციური კუთხე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ და დეკანიs მოადგილე გიორგი დგებუაძემ გახსნეს.
ლელა ჯანაშვილმა სტუდენტებთან ყურადღება გაამახვილა პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მნიშვნელობაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თქმით, მომავალი წლიდან მსგავსი საინფორმაციო კუთხეები თბილისისა და რეგიონების სხვა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებშიც განთავსდება.
აღსანიშნავია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. სტუდენტები და ზოგადად ახალგაზრდები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს სამსახური მუდმივად ახორციელებს.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...