2025-03-19
სამსახურის ელექტრონული სასწავლო პლატფორმა elearning.pdps.ge ახალ სასწავლო კურსს გთავაზობთ!
სამსახურის ელექტრონული სასწავლო პლატფორმა elearning.pdps.ge ახალ სასწავლო კურსს გთავაზობთ!
პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლები, სასწავლო კურსის ფარგლებში, შეძლებენ მიიღონ საბაზისო ცოდნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ძირითადი ინსტიტუტის შესახებ და გაიგონ, თუ რა წესები უნდა დაიცვან პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავებისთვის.
კურსი რამდენიმე მოდულისგან შედგება და მათი გავლა ეტაპობრივად არის შესაძლებელი.
პლატფორმაზე განთავსებულია მოდულები პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ძირითადი ცნებების და მონაცემთა დამუშავების საფუძვლების შესახებ. თითოეული მოდულის ბოლოს მოცემულია ტესტური დავალებები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია ონლაინ კურსის წარმატებით გასავლელად.
კურსში შემავალი სხვა მოდულები პლატფორმაზე ეტაპობრივად განთავსდება.