date

2025-03-20

სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

ტრენინგის ფარგლებში  სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ავთანდილ ლეფსვერიძემ დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითადი ასპექტების შესახებ. 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა   და  ყოველდღიურ საქმიანობაში გამოკვეთილ მონაცემთა დამუშავების გამოწვევებს შეეხო. კითხვა-პასუხის სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა მონაცემთა დაცვის პრინციპების, საფუძვლების, უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.

ტრენინგს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  აპარატის , იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს, განათლებისა და კულტურის, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროების,  საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი - „ბიზნესინკუბატორი“-ს, აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს აქტიურად გააგრძელებს

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები