გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-03-28
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში გამართა.
ტრენინგის ფარგლებში სამსახურის გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ავთანდილ ლეფსვერიძემ და სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა თენგიზ მამულიამ დამსწრე აუდიტორიას გააცნეს პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითადი ასპექტებისა და პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრაზე განიხილეს პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, კანონის მოქმედების ფარგლები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, მონაცემთა უსაფრთხოება, ინციდენტის შეტყობინება, აუდიო და ვიდეო მონიტორინგის განხორციელების წესი, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტი და სხვა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოკვეთილ მონაცემთა დამუშავების გამოწვევებს შეეხო. კითხვა-პასუხის სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა მონაცემთა დაცვის პრინციპების, საფუძვლების, უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.