date

2025-03-28

,,კონფიდენციალურობის გაკვეთილების“ ფარგლებში გასვლითი შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა


 ,,კონფიდენციალურობის გაკვეთილების“ ფარგლებში გასვლითი შეხვედრა წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

 შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების სომხურენოვან დარაქოვის, ნარდევანის და კიზილქილისის საჯარო სკოლის 45-მდე მოსწავლესა და პედაგოგთან გაიმართა.

 შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე გამახვილდა. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ რომელი მონაცემები მუშავდება სკოლაში, სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა სივრცეში დღის განმავლობაში. გაიგეს, რა შემთხვევებშია აღნიშნული მონაცემების დამუშავება კანონის შესაბამისი და შეუსაბამო.

საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. ერთი მხრივ, მოსწავლეთა პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას და მეორე მხრივ, თავად მოსწავლეებში მონაცემთა დაცვის კულტურის განმტკიცებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ მიზნით სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობას მუდმივად ატარებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები