ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-03-22

ოთარ ჩახუნაშვილმა ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის (NMSW) განვითარების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ოთარ ჩახუნაშვილმა ეროვნული საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემის (NMSW) განვითარების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

ღონისძიებას  სანავსადგურე სერვისების გაციფროვნების პროცესში ჩართული მხარეების: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს ნავსადგურების, ტერმინალ-ოპერატორების წარმომადგენლები, გემის აგენტები, შემოსავლების სამსახურის, ჰიდროგრაფიის, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საზღვრის დაცვის პოლიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში ოთარ ჩახუნაშვილმა დამსწრე აუდიტორიას ახალი კანონით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით დეტალური პრეზენტაცია წარადგინა  სამსახურის უფროსის აპარატის უფროსმა იურისტმა -  ლიკა ტანიაშვილმა. 

 აღსანიშნავია, რომ როგორც  საზღვაო ერთი ფანჯრის (NMSW), ისე - სანავსადგურე გაერთიანების სისტემა (PCS), ისეთი პერსონალური  მონაცემების მიღებასა და დამუშავებას მოიცავს, როგორიცაა, ეკიპაჟის სია, მგზავრთა სია, ჯანმრთელობის შესახებ დეკლარაცია და სხვა. შესაბამისად, სისტემაში ჩართული მომხმარებელისთვის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

შეხვედრაზე გამართული დისკუსია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან (GDPR) დაახლოებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტისა და გარანტიის გამყარებას, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლებს, დამუშავების პროცესის კანონიერების მინიმალური კრიტერიუმების დადგენას, ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის როლს საჯარო უწყებებში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები