ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-04-10

ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, შეხვედრა ქ.რუსთავში გაიმართა


,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეების გაცნობის მიზნით, შეხვედრა ქ.რუსთავში გაიმართა. 

სამსახურის წარმომადგენლები  ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობების (რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, მარნეულის, წალკის, დმანისისა და თეთრი წყაროს მერიების) წარმომადგენლებს  და   ქვემო ქართლის მხარეი სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდნენ. 

სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ია ყიფიანმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ლიკა კობალაძემ და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შავლეგ თოდუამ დამსწრე პირებს კანონით გათვალისწინებული ცვლილებები დეტალურად გააცნეს. მათ შორის, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს წარუდგინეს რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებებისთვის ახალ კანონთან თავსებადობის მიზნით შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების გამოცემის/ განახლების თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ'' ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა. სიახლეების გაცნობის მიზნით სამსახური საჯარო თუ კერძო დაწესებულებებისთვის, ასევე მონაცემთა დაცვის საკითხებზე დაინტერესებული პირებისთვის, სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით ტრენინგებს აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები