date

2025-04-10

სამსახურმა წალკის მუნიციპალიტეტის ქართულ, ეთნიკური უმცირესობის სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა წალკის მუნიციპალიტეტის ქართულ, ეთნიკური უმცირესობის სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლის დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, თენგიზ მამულია და ექსპერტი განათლების მიმართულებით თამარ აბაზაძე.

სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითადი ასპექტები და პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტი.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე გამახვილდა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოკვეთილ მონაცემთა დამუშავების გამოწვევებს შეეხო.

დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სამსახურის მიერ შემუშავებული ბროშურა -,,პერსონალური მონაცემების დაცვა საგანმანათლებლო სფეროში“ გადაეცათ.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები