date

2025-05-29

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის იბერო-ამერიკული ქსელის (RIPD) დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა


შესაბამისი გადაწყვეტილება ქსელის წევრების მიერ 2025 წლის 28 მაისს, კოლუმბიაში, კარტახენა დე ინდიაში გამართულ ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ერთსულივნად იქნა მიღებული.

RIPD წარმოადგენს რეგიონულ ფორუმს, რომელიც აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს იბერო-ამერიკულ სივრცეში, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში საქმიანობენ და ხელს უწყობენ ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული საქმიანობის შედეგად, RIPD-ს მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვასა და რეგიონში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, განსაკუთრებით საერთაშორისო მონაცემთა გადაცემის სფეროში.

RIPD მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიების - მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ნეოტექნოლოგიების - გამოყენებით წარმოშობილ გამოწვევებზე, ახორციელებს კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების ხელშეწყობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველაზე დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ონლაინ სამყაროში ბავშვებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს.

მოხარულნი ვართ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური  შეუერთდა RIPD-ის ქსელს, როგორც დამკვირვებელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მზად არის, აქტიურად გაუზიაროს თავისი გამოცდილება ქსელის წევრებს, გააღრმავოს თანამშრომლობა და ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყოს კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვას.

მსგავსი სიახლეები