გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-05-29
შესაბამისი გადაწყვეტილება ქსელის წევრების მიერ 2025 წლის 28 მაისს, კოლუმბიაში, კარტახენა დე ინდიაში გამართულ ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ერთსულივნად იქნა მიღებული.
RIPD წარმოადგენს რეგიონულ ფორუმს, რომელიც აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებს იბერო-ამერიკულ სივრცეში, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში საქმიანობენ და ხელს უწყობენ ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნული საქმიანობის შედეგად, RIPD-ს მნიშვნელოვანი წვლილს შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვასა და რეგიონში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში, განსაკუთრებით საერთაშორისო მონაცემთა გადაცემის სფეროში.
RIPD მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიების - მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ნეოტექნოლოგიების - გამოყენებით წარმოშობილ გამოწვევებზე, ახორციელებს კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტების ხელშეწყობას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ადაპტაციის კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყველაზე დაუცველი ჯგუფების, განსაკუთრებით ონლაინ სამყაროში ბავშვებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხებს.
მოხარულნი ვართ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეუერთდა RIPD-ის ქსელს, როგორც დამკვირვებელი. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მზად არის, აქტიურად გაუზიაროს თავისი გამოცდილება ქსელის წევრებს, გააღრმავოს თანამშრომლობა და ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყოს კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტების დანერგვას.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
23 მაისს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს - ლელა ჯანაშვილსა და გაეროს მუდმივი კოორდინატორს ― დიდიე ტღებიუკსა და გაეროს განვითარების პროგ...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...