ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-05-27

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ქუთაისში გამართეს


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა განათლების სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქალაქ ქუთაისში გამართეს. 

შეხვედრას იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული რესურსცენტრების ხელმძღვანელი პირები და იურისტები ესწრებოდნენ. 

შეხვედრის ძირითად თემას ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები წარმოადგენდა.  ყურადღება გამახვილდა არასრუწლოვანთა პერსონალურ მონაცემთა დაცვასა და ოფიცრების დანიშვნის წესზე, რომელიც ძალაში 1 ივნისიდან შედის. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შავლეგ თოდუა და ექსპერტი განათლების საკითხებში თამარ აბაზაძე წარმოადგენდნენ. 

შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში წარიმართა. გამოიკვეთა განათლების სექტორის საჭიროებები მონაცემთა დაცვასა და ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით დამატებითი ტრენინგების ორგანიზების თაობაზე. ამ საკითხში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა იმერეთისა და რაჭა -ლეჩხუმის  რეგიონული რესურსცენტრების თანამშრომლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები