გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2024-05-31
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამახურმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მაგისტრატურის სტუდენტებისთვის საინფორმაციო ტრენინგი ჩაატარა.
სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ჩამოყალიბების, საქმიანობის წესის და მიმართულებების, ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქციით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეებისა და სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ.
ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლილი ტანიაშვილმა ჩაატარეს.