date

2025-06-03

ციფრულ სივრცეში არასრულწლოვნების მონაცემთა დამუშავების შესახებ საინფორმაციო ბროშურა გამოქვეყნდა


თანამედროვე სამყაროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბავშვები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს (მაგალითად, Facebook-ს, Instagram-ს), გასართობ აპლიკაციებს (მაგალითად, TikTok-ს, სხვადასხვა სახის თამაშებს) და სხვა.

ციფრული გარემო ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად მოიძიონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია, დაამყარონ კომუნიკაცია, გამოხატონ საკუთარი აზრი და სხვა. შესაბამისად, ერთი მხრივ, ონლაინ სივრცე ბევრ შესაძლებლობას იძლევა, თუმცა, მეორე მხრივ, წარმოშობს გარკვეულ რისკებს ბავშვების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით.


სწორედ ამ მიზნით გიზიარებთ გზამკვლევს, რომელიც დაგეხმარებათ:

  •  გაიგოთ, როგორ ხდება არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავება ციფრულ სივრცეში; 
  • ისწავლოთ ინტერნეტში უსაფრთხო ქცევის წესები;
  • მიიღოთ პრაქტიკული რჩევები ონლაინ გარემოში ბავშვების დასაცავად.

 ერთად ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ბავშვებმა ინტერნეტი უსაფრთხოდ და გაცნობიერებულად გამოიყენონ.

იხილეთ გზამკვლევი  https://shorturl.at/Vgga5

#დაიცავი ბავშვის პერსონალური მონაცემები
#1ივნისისკვირეული

მსგავსი სიახლეები