date

2025-06-06

პროექტი „კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ სექტემბრიდან განახლებული ფორმატით დაბრუნდება


პროექტი „კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ სექტემბრიდან განახლებული ფორმატით დაბრუნდება!

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სამსახურის წარმომადგენლები სკოლის მოსწავლეებისთვის ტრენინგებს, თბილისის გარდა, საქართველოს რეგიონებშიც ჩაატარებენ. 

2025 წლის 1 თებერვლიდან დღემდე თბილისისა და ბათუმის ოფისებში საჯარო და კერძო სკოლების 576 მოსწავლეს გავუზიარეთ ინფორმაცია პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების ძირითად წესებზე. 

პროექტის მიზანია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლება. ,,კონფიდენციაულობის გაკვეთილებზე’’  VI-XII კლასების მოსწავლეები  ინფორმაციას იღებენ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ და აფასებენ რისკებს, რაც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოყვეს. 

შევხდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე!

მსგავსი სიახლეები