გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-06-19
2025 წლის 11-13 ივნისს პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების რიგით 23-ე სამუშაო შეხვედრა (CEEDPA) გაიმართა. ყოველწლიური შეხვედრის მიზანია მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელთა და თანამშრომელთა მხრიდან.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების რიგით 23-ე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა - ლიკა კობალაძემ, სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილემ - ალექსანდრე მირიანაშვილმა და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - მილენა სვანიძემ. სამსახურის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი პოლონეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო ფორმატის შეხვედრაში, რომელიც მონაცემთა დაცვის საერთაშორისო რეგულაციების მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა საჭიროებებთან მორგებას შეეხებოდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა წინადადება მცირე და საშუალო ზომის საწარმოთათვის GDPR-ის რეგულაციების/სამართლებრივი ვალდებულებების შემსუბუქების თაობაზე და დრო დაეთმო საკითხის გარშემო დამსწრეთა შეხედულებების, მოსაზრებებისა და ეროვნული პრაქტიკის მიმოხილვას.
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების რიგით 23-ე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „კვანტური ტექნოლოგიები: საფრთხეები, გამოწვევები და შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში“.
აღსანიშნავია, რომ CEEDPA-ის პირველი შეხვედრა ვარშავაში 2001 წლის 17 დეკემბერს ჩატარდა და მას შემდეგ, წევრი საზედამხედველო ორგანოები ყოველწლიურად იკრიბებიან თანამშრომლობის გასაძლიერებლად და პერსონალური მონაცემთა დაცვის ერთობლივი, საზიარო პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.