date

2025-06-26

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამავე რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი თენგიზ მამულია და ექსპერტი განათლების მიმართულებით თამარ აბაზაძე.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნინო ციხისელი.


სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმართულ მონაცემთა დამუშავების პროცესებში გასათვალისწინებელ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა დამუშავების საფუძვლების ჯეროვნად იდენტიფიცირება, არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, დამუშავების პროცესის გამჭვირვალობისა და მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ინციდენტებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და სხვა.  


შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სკოლების ყოველდღიურ საქმიანობაში გამოკვეთილ გამოწვევებს შეეხო.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები