გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-09-26
28 სექტემბერი - ინფორმაციაზე წვდომის საერთაშორისო დღეა.
საჯარო დაწესებულებებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა, როგორც ინფორმაციის თავისუფლების განუყოფელი ნაწილი, დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ელემენტია. ასეთი ინფორმაციის გაცნობით მოქალაქეები იღებენ მნიშვნელოვან ფაქტობრივ ცნობებს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის თითოეული მიმართულების შესახებ. აღნიშნული კი, თავის მხრივ, არსებითად უწყობს ხელს ამგვარი ორგანოების საქმიანობის საზოგადოებრივ განხილვას და მის ეფექტურ საზოგადოებრივ კონტროლს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაცია სხვა დეტალებთან ერთად კონკრეტულ ფიზიკურ პირთა შესახებ ცნობებსაც შეიცავს. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია კი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებით დაცულ სფეროს წარმოადგენს და მასზე წვდომის წესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი კანონმდებლობა განსაზღვრავს.
ამდენად, საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის გაცნობის ზოგიერთმა მოთხოვნამ შესაძლოა წარმოშვას დაპირისპირება ერთი მხრივ, ამგვარი ინფორმაციის გამჭვირვალობის, ხოლო მეორე მხრივ, პერსონალური მონაცემების დაცვის ინტერესს შორის.
გიზიარებთ დოკუმენტს, რომელშიც განხილულია მსგავსი შემთხვევები და გამოკვეთილია ის გარემოებები, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა გაითვალისწინონ ზემოაღნიშნულ ორ ინტერესთაგან უპირატესის გამოვლენისას. იხილეთ რეკომენდაცია.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის პირველ ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად! შეჯიბ...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...