გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-10-29
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის დოქტორმა - ვასილ გონაშვილმა ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევი წარუდგინა.
შეხვედრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა გახსნა. ლელა ჯანაშვილმა ისაუბრა სამართალშემოქმედების პროცესში ჩართული პირებისთვის ნაშრომის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა პრაქტიკულ ღირებულებას, რომელიც გზამკვლევს ნორმატიული აქტების შედგენის დროს გააჩნია.
გზამკვლევი ევროპის ქვეყნებისა და საქართველოს პრაქტიკის მაგალითზე არის მომზადებული და მასში განხილულია სამართალშემოქმედების პროცესის თანმხლები, ნორმატიული აქტის მომზადებისთვის აუცილებელი იურიდიულ-ტექნიკური საკითხები. მათ შორის: სამართლის ნორმის აგებულება, ფორმირების წესი და სტანდარტები, ნორმაში სიტყვათა წყობა, წესი, მომზადების სტანდარტები და ა. შ.
წიგნში გათვალისწინებულია ნორმატიული აქტების აგებასთან, შემუშავებასთან, ნორმის ფორმირებასთან დაკავშირებული იურიდიულ-ტექნიკური საკითხები, კანონპროექტის ცვლილების ჩამოყალიბების ფორმა, დასაბუთების თავისებურებები და სხვა. განხილულია საქართველოში ნორმატიულ აქტებთან მიმართებით არსებული საკანონმდებლო ბაზა.
შეხვედრის დასრულებისას განიხილეს პრაქტიკული საკითხები.