გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-11-04
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ თბილისის 203-ე საჯარო სკოლას (სმენის არმქონე და სმენადაზიანებული ბავშვთა სკოლა) უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში არასრულწლოვნებმა მიიღეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი საკითხების შესახებ. გაეცნენ მონაცემთა კატეგორიებს, მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, მათი დაცვის საკანონმდებლო გარანტიებს, მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, საფუძვლებს, და ასევე კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისთვის დადგენილ მოთხოვნებს.
მონაწილეებმა ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში მიიღეს რეკომენდაციები თუ როგორ დაიცვან თავი ინტერნეტსივრცეში, ონლაინშოპინგისას და სხვა ყოფით შემთხვევებში მონაცემთა დამუშავების თავისებურებებიდან გამომდინარე.
შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მკლევარ-ანალიტიკოსი თამთა შამათავა, ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორი ნინო ხუბულია და ექსპერტი განათლების მიმართულებით თამარ აბაზაძე.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...