გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-11-07
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში ეროვნული შეჯიბრის მეოთხედფინალი ჩატარდა.
მეოთხედფინალში 4-4 მონაწილისგან დაკომპლექტებული 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. სტუდენტებმა იმუშავეს კაზუსზე და 6 საათიან ვადაში მოამზადეს საბოლოო გადაწყვეტილება.
მეოთხედფინალის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, ფინალში კი ორი გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებული გუნდის ოთხივე წევრი მონაცვლეობით გაივლის სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში, ქ. თბილისში.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 108 სტუდენტისგან შემდგარი 27 გუნდი დარეგისტრირდა.
პროექტის მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის, მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და სამსახურის საქმიანობის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში ეროვნული შეჯიბრი სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ყოველწლიურად ჩატარდება.