განცხადება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შესახებ
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა...
2025-01-13
გვსურს გამოვეხმაუროთ ,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლის“ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან საჯარო მოსამსახურის გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია, პროფესიულ კავშირზე დაყრდნობით, გავრცელდა მედიასაშუალებების მიერაც.
ვაცხადებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაარსებიდან დღემდე (2022 წლის 1 მარტიდან) არც ერთი საჯარო მოხელე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია. აქვე განვმარტავთ, რომ სამსახურს საჯარო მოხელეების გარდა ამ პერიოდის განმავლობაში დამხმარე და არამუდმივი ამოცანების, მათ შორის ექსპერტული სამუშაოს შესასრულებლად ათობით მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა სხვადასხვა პირთან გაფორმებული და არც ერთი მათგანი ვადაზე ადრე არ გათავისუფლებულა.
მიგვაჩნია, რომ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სამსახურის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართულ მცდელობას.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა სავარაუდო უკანონო დამუშავების ფაქტებთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაერთმა...
2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში, ისე ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის...
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ალექსანდრე ელისაშვილის განსაკუთრებულ...
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ახლებურად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მონაცემთა დამუშავების მომწე...