date

2025-03-12

განცხადება 2 დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმების დაწყებასთან დაკავშირებით


გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას და საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, 2025 წლის 18 თებერვალს, საკუთარი ინიციატივით,  დაიწყო 2 დამოუკიდებელი არაგეგმური შემოწმება (ინსპექტირება), რომელიც მოიცავს: 

•    შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ კამერების მეშვეობით (თბილისი, რუსთაველის გამზირი) ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას,  

•     საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში, ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლას. 

აღნიშნულის თაობაზე, 2025 წლის 20 თებერვალს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას  ეცნობა წერილობით. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების 2  შემოწმება ( ინსპექტირება) მიმდინარე ეტაპზეა, შესაბამისად, მის დასრულებამდე, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამსახური მოკლებულია წინასწარი შეფასების შესაძლებლობას.

მსგავსი სამსახურის განცხადებები