ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-18

ნიდერლანდების სამეფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა წაშლის უფლების დარღვევისთვის დააჯარიმა


ნიდერლანდების სამეფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა წაშლის უფლების დარღვევისთვის 6000 ევროს ოდენობით დააჯარიმა.[1]

მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი წარმოადგენდა დასაქმების სააგენტოს, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს ეხმარებოდა ვაკანსიის პოვნაში. სააგენტო აღრიცხავდა და ვებგვერდზე რეგისტრირებული დამსაქმებლებისთვის საჯაროდ აქვეყნებდა: ფიზიკური პირის სახელსა და გვარს, მისამართს, ელექტრონულ ფოსტასა და ტელეფონის ნომერს, დაბადების თარიღს და ბიოგრაფიულ რეზიუმეს. რამდენიმე ვაკანსიის მოძიების შემდეგ სააგენტო უკავშირდებოდა ფიზიკურ პირს და  დასაქმების რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობდა. სამუშაოს მაძიებლის თანხმობის შემთხვევაში და მისი მოთხოვნიდან 1 თვის ვადაში სააგენტო ვალდებული, იყო წაეშალა მონაცემები.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ნიდერლანდების სამეფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიმართა რამდენიმე ფიზიკურმა პირმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ დასაქმების შემდეგ სააგენტო კვლავ აგრძელებდა მათი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვებგვერდიდან არ შლიდა თავდაპირველად მიწოდებულ მონაცემებს და არ აახლებდა საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას.  

მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ იმსჯელა სააგენტოს მოქმედებების ევროკავშირისმონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციისმე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის შესახებ და დაადგინა, რომ 650 მოთხოვნიდან მხოლოდ სამ შემთხვევაში გამოიკვეთა მონაცემთა წაშლის უფლების დარღვევა, რაც არ ათავისუფლებდა სააგენტოს პასუხისმგებლობისგან. საზედამხედველო ორგანომ გაითვალისწინა, რომ დარღვევა სააგენტოში დასაქმებული პირის შეცდომით იყო გამოწვეული, ხოლო სააგენტო სრულად აცნობიერებდა დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამდენად, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს ჯარიმა მხოლოდ 6 000 ევროს ოდენობით განესაზღვრა ევროკავშირისმონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ 58- მუხლის მე-2 პუნქტის (i) ქვეპუნქტის და 83- მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე.  

 

 

[1] AP (The Netherlands) - z2019-28837

<https://gdprhub.eu/index.php?title=AP_(The_Netherlands)_-_z2019-28837> [17.06.2024].

მსგავსი #Datanewsroom