ჩეხეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა უკანონო დამუშავებისა და ინფორმირების ვალდებულების დარღვევისთვის დააჯარიმა
საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი წარმოადგენს წამყვან საექსპერტო დაწესებულებას, რომელიც საზოგადოებას პერსონალური მონაცემების და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით, შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. საქმის ფაქტობრივი გარემოებებით ასევე დადგინდა, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი მონაცემთა სუბიექტების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა ანტივირუსული პროგრამის მეშვეობით და დამუშავების შედეგებს შვილობილ კომპანიას გადასცემდა. აღნიშნულის შესახებ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მომხმარებლები არ იყვნენ ინფორმირებულნი.
აღსანიშნავია, რომ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის შვილობილ კომპანიას 100 მილიონი მომხმარებლის ინტერნეტაქტივობის ისტორია ღია და იდენტიფიცირებადი ფორმით გადაეცა. ჩეხეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს განმარტებით, ინტერნეტაქტივობის ისტორია, თუნდაც არასრული ფორმით, წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს, რადგან იგი შესაძლებელია, უკავშირდებოდეს იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს, მონაცემთა უკანონო დამუშავებისთვისა და მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების ვალდებულების დარღვევისათვის, დაეკისრა პასუხისმგებლობა ევროკავშირის „მონაცემთა დაცვის ძირითადი რეგულაციის“ მე-6 და მე-13 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
[1] Czech SA imposed fine of 13.9 million EUR for infringement of Art. 6 and Art. 13 of GDPR, <edpb.europa.eu/news> [03.06.2024].
საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოვლენილი დარღვევა შეეხებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვისთვის არასათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების...
ლიეტუვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ განიხილა განცხადება, რომელშიც მონაცემთა სუბიექტი აღნიშნავდა, რომ მონაცემთა დამუშავებისთვის...
ვებგვერდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, „მზა ჩანაწერებთან“ დაკავშირებით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის დასამახსოვრებლად ვიყენებთ აუცილებელ „მზა ჩანაწერებს“. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ასევე გამოვიყენებთ პირადი პარამეტრების, ვიდეო პლეერის და ანალიტიკურ „მზა ჩანაწერებს“. თითოეულ მათგანზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ „მზა ჩანაწერების“ პოლიტიკაში. გთხოვთ, მონიშნოთ „მზა ჩანაწერები“, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.