ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
date

2024-06-21

კანადის კვებეკის პროვინციაში „მონაცემთა დეპერსონალიზაციის აქტი“ მიიღეს


 

2024 წლის 15 მაისს, კანადის კვებეკის პროვინციაში „მონაცემთა დეპერსონალიზაციის აქტი“ მიიღეს, რომელიც 30 მაისიდან ამოქმედდა.[1] რეგულაცია კერძო და საჯარო სექტორში მონაცემთა დეპერსონალიზაციის ძირითად მიზნებს, პირობებსა და წესს განსაზღვრავს. იგი ადგენს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირებმა უნდა შეაფასონ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკები და საფრთხეები.

„მონაცემთა დეპერსონალიზაციის აქტი“ სამი ნაწილისა და 10 მუხლისგან შედგება:

  • პირველი ნაწილი მიზანი და ტერმინთა განმარტება:

აქტის მიზანია, საკანონმდებლო დონეზე განისაზღვროს მონაცემთა დეპერსონალიზაციის წესი და კრიტერიუმები, რომლებსაც გამოიყენებს მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

  • მეორე ნაწილი მონაცემთა დეპერსონალიზაციის წესი:

მონაცემთა დეპერსონალიზაციის პროცესის დაწყებამდე დამუშავებისთვის პასუხისმგებელმა პირმა უნდა განსაზღვროს მონაცემთა დეპერსონალიზაციის მიზანი. დარწმუნდეს, რომ მიზანი შეესაბამება მონაცემთა დაცვის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებს. მონაცემთა დეპერსონალიზაცია უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირის ან კვალიფიციური სპეციალისტის მონაწილეობით. აქტში დეტალურადაა განხილული მონაცემთა დეპერსონალიზაციის პროცედურა, განხორციელებული შესაბამისი მოქმედებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის წესი.

  • მესამე ნაწილი ― დასკვნითი დებულებები განსაზღვრავს კანონის ამოქმედების საკითხს.

„მონაცემთა დეპერსონალიზაციის აქტის“ მიზანია კვებეკის პროვინციაში მონაცემთა დამუშავებისა და უსაფრთხოების წესების გაძლიერება, ასევე, მონაცემთა დეპერსონალიზაციის საკითხისთვის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესების ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს ფედერალურ დონეზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და ელექტრონული დოკუმენტირების“, ხოლო სამხარეო დონეზე ― „კერძო სექტორში მონაცემთა დაცვისა“ და „პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოდერნიზებულ“ აქტებს. 

 

 

[1] Quebec’s Regulation on Anonymization Comes into Force, <publicationsduquebec.gouv.qc.ca> [05.06.2024].

მსგავსი #Datanewsroom